მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამმა კომპანიამ ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებულ გია შომახიას ოჯახს ბინა შეუძინა

61658de7cf591
BM.GE
12.10.21 17:28
1769
სამმა კომპანიამ - „რედკო“, „King’s Garden“ და „საქინვესტმა“ ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებულ გია შომახიას ოჯახს ბინა შეუძინა.

საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 9 პირიდან 2 გია შომახიას ოჯახის წევრია.

„რედკო”, „King’s Garden”და „საქინვესტი“ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს უსამძიმრებენ.

"ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ასეთ დროს ბიზნესი მათ გვერდით დგას", - აცხადებენ კომპანია ,,საქინვესტ“-ში.

„ცხადია, ამ ტრაგედიით გამოწვეული შედეგების შემსუბუქება შეუძლებელია, თუმცა ვეცადეთ მცირედით გამოგვეხატა ბიზნეს სექტორის ხალხში გვერდში დგომა“, - განაცხადა კომპანია „რედკოს“ მფლობელმა.

„ეს არის უდიდესი ტრაგედია და უმძიმესი ტკივილი, რომელმაც მთელი ქვეყანა გაგვაერთიანა. ვერთიანდებით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც, რათა ჩვენი მცირედი, უმნიშვნელო თანადგომა გამოვხატოთ დაზარალებული ოჯახების მიმართ. განსაკუთრებით მძიმე და აუტანელია ეს ტრაგედია გარდაცვლილთა ოჯახებისთვის. კიდევ ერთხელ, მთელი გულით ვუსამძიმრებ მათ“, - განაცხადა ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ.