მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი "QR“ კოდით განთავსდება

628491ea8dced
მარიამ ვარადაშვილი
18.05.22 10:43
1447
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი "QR" კოდით განთავსდება. ამასთან დაკავშირებით, სააგენტო ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასაკლაოებს შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობას გადასცემს.

ეტიკეტირებისგან განსხვავებით, QR კოდების მოთხოვნა სარეკომენდაციო ხასიათის იქნება. შესაბამისად, სარეალიზაციო ობიექტები თავად განსაზღვრავენ, ექნება თუ არა მათ პროდუქციას QR კოდი. 

სააგენტოს უფროსის მოადგილის ვასილ ბასილაძის განაცხადებით, ბაზარზე ხორცის "QR“ კოდით განთავსება აპრობირებული პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში და დღეიდან, ეს უკვე საქართველოშიც შესაძლებელია.

ამასთან, სააგენტოში ამბობენ, რომ ბიზნესოპერატორების ცნობიერების ამაღლებისა და პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სასაკლაოების პერსონალს სწავლებები ჩაუტარდა.  

“მოქმედი კანონმდებლობით ხორცის ეტიკეტირება სავალდებულოა, თუმცა, ამასთან ერთად, ეტიკეტზე დატანილი იქნება „QR“ კოდი, რაც მომხმარებელს ან დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას, მობილური აპლიკაციის მეშვეობით მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ცხოველის შესახებ (ადგილწარმოშობა, ვიზუალური მონაცემები, დაკვლის თარიღი, სასაკლაო და ა.შ.) რომლისგანაც მიღებულია ხორცი.

ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ცხოველთა იდენტიფიკაციის პროცესს, ხოლო 2017 წლიდან, FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, მიმდინარეობს ცხოველთა რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამის და მონაცემთა ერთიანი ბაზის დანერგვა, რამაც ხელი შეუწყო აღრიცხვიანობის და მიკვლევადობის გაუმჯობესებას”, - წერია სააგენტოს განცხადებაში.