მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო პარიზისა და ბერლინის რეისებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

5f3c24e5a9e29
BM.GE
18.08.20 22:55
1042
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 21 აგვისტოს ბერლინის და 28 აგვისტოს პარიზის ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

"მგზავრთა საყურადღებოდ, ვისაც ბილეთები შეძენილი/დაჯავშნილი აქვს ავიაკომპანია „Georgian Airways“-ის 21 აგვისტოს ბერლინის და 28 აგვისტოს პარიზის ჩარტერულ რეისებზე, გაცნობებთ, რომ ნებართვა აღნიშნული ფრენების შესრულებაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაიცა.

რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება:
• 21 აგვისტო, თბილისი - ბერლინი - თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);
• 28 აგვისტო, თბილისი - პარიზი - თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);

აქვე გაცნობებთ, რომ ამავე რეისების დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას", – აღნიშნულია ინფორმაციაში.