მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ქართული აეროპორტების უსაფრთხოებაზე განცხადებას ავრცელებს

5ee4ff7fb869d
BM.GE
13.06.20 20:23
1617
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ქართული აეროპორტების უსაფრთხოებასთან დაკავშიებით განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ შექმნილია უსაფრთხო აეროპორტების სია და ამ სიაში ქართული აეროპორტები არ შედიან - სიმართლეს არ შეესაბამება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განმარტებით, სინამდვილეში ეს სია წარმოადგენს იმ აეროპორტების სიას, რომლებიც პანდემიით განსაკუთრებულად დაზარალებულ ქვეყნებში მდებარეობენ და შესაბამისად, ამ აეროპორტებში ოპერირების დროს ავიაკომპანიებმა საჰაერო ხომალდების მკაცრი დეზინფექცია უნდა ჩაატარონ. 

„12 ივნისს ერთ-ერთ უცხოურ ენოვან წყაროზე - www.schengenvisainfo.com გავრცელდა სტატია სათაურით “ევროკავშირის აეროპორტების სრული სია, რომელიც უსაფრთხოა COVID 19-ის ფონზე“ (EU’s Complete List of Airports Marked as Safe Amid COVID-19) გვსურს განვმარტოთ, რომ ჩამონათვალი, რომელიც მოყვანილია სტატიაში შემუშავებულია ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ და წარმოადგენს პანდემიისგან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების ჩამონათვალს, რომელთა მიმართებაშიც ევროპის საავიაციო ხელისუფლება მოუწოდებს ავიაკომპანიებს მიიღონ დამატებითი ღონისძიებები და გააძლიერონ სანიტარულ-ჰიგიენური ზომები COVID 19-ის რისკების შესამცირებლად. შესაბამისად, აღნიშნული ჩამონათვალი არ წარმოადგენს უსაფრთხო აეროპორტების სიას, როგორც ეს შეცდომით მოყვანილია ერთ-ერთ წყაროზე და შემდგომ ითარგმნა სხვადასხვა მედია საშუალების მიერ. ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ შემუშავებულ აეროპორტების ჩამონათვალში საქართველოს აეროპორტები არ არიან, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არ არის მიჩნეული ეპიდემიოლოგიურად მაღალი რისკის მქონე ქვეყნად. შესაბამისად ავიაკომპანიებს არ მოეთხოვებათ დამატებითი ზომების მიღება საქართველოში ოპერირების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ევროპის საავიაციო ხელისუფლებამ თხუთმეტჯერ განაახლა ჩამონათვალი და საქართველო და მისი აეროპორტები ამ სიაში არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა შეყვანილი. EASA-ს მიერ შემუშავებული ჩამონათვალი ხელმისავდომია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე (Annex 1 - Enhanced aircraft disinfection for mitigating risks of transmission of the COVID-19 infection, when operating from the areas listed below): https://www.easa.europa.eu/SD-2020-01/Airports?fbclid=IwAR24FW8dVc9DDlmcRkfmHZ0A_x_417C9g3fS5NHhznS9wCr-xx48eXZguYo“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.