მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამოქალაქო სექტორმა მაიკ პომპეოსთან დაპაუზებულ ანაკლიის პორტზეც ისაუბრა

5fb4e3374d406
ინგა მურუსიძე
18.11.20 13:10
987
არასამთავრობო სექტორმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებასა და საინვესტიციო გარემოს გაუარესებაზე ისაუბრა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ EPRC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ თქვა, არასამთავრობო სექტორმა საუბრისას ყველა ის საკითხი დააყენა, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

„ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაშია და ეს არის სასამართლო სისტემა, დემოკრატიული მმართველობის უკუსვლა; ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, თუ როგორი უკუსვლაა ქვეყნისთვის არაფორმალური მმართველობა. დავაყენეთ საკითხები დემოკრატიული მმართველობის გაუმჯობესებაზე; ვთქვით, რომ შესაზღუდია ოლიგარქიული მმართველობა.

ყურადღება გამახვილდა ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაშლაზეც. აღინიშნა, რომ საინვესტიციო გარემოს გაუარესება ამ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, რათა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, შემოვიდეს ახალი ინვესტიციები და დავძლიოთ სიღარიბის დაძლევა ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ნინო ევგენიძემ.

შეგახსენებთ: 2019 წლის ივნისში მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტისას მაიკ პომპეომ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ანაკლიის პორტის პროექტს ბოლომდე მიიყვანდა. 

ინფორმაციისთვის: მაიკ პომპეომ საქართველო უკვე დატოვა. ის ქვეყანაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პატრიარქს და სამოქალაქო სექტორს შეხვდა.