მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

S&P Global-ის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4% იქნება

603a14185f3c4
ელენე გოგბერაშვილი
27.02.21 13:35
708
პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შემდეგ, კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB” დონეზე დატოვა.

ამასთან, S&P Global-მა  საქართველოს პერსპექტივა ნეგატიურით შეცვალა,  რაც ძირითადად, გამოწვეულია გლობალურად, ტურიზმის აღდგენის შედარებით ნელი პერსპექტივიდან გამომდინარე. S&P Global-ის შეფასებით, ტურიზმის აღდგენა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, შედარებით ნელი ტემპებით მოხდება, ვიდრე ამას დასაწყისში ელოდნენ. ტურიზმის სწრაფი აღდგენის შემთხვევაში, რისი მაღალი მოლოდინიც გვაქვს, კომპანია გამოხატავს პერსპექტივის აღდგენის მზაობას.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად წლის დასაწყისში არსებული ეკონომიკური ზრდის ორნიშნა ნიშნულამდე შემცირებისა, ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივა როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ისე სარეიტინგო სააგენტოების მხრიდან არის დადებითი. კონკრეტულად სააგენტო S&P Global-ის მოლოდინით, 2021 წელს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4% იქნება, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია რეგიონში.

შეგახსენებთ, გავლენიანი სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება, 2022 წელს კი - 5.8%-ით.

ამის შესახებ სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ უახლეს ანგარიშშია აღნიშნული, საიდანაც ირკვევა, რომ Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად "BB" დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა.

Fitch-ი ვარაუდობს, რომ საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი იქნება. (4,0% - 2021 წელს და 3,7% - 2022 წელს).

სარეიტინგო სააგენტო მთავარ რისკებს შორის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ გაურკვევლობას და ვაქცინაციის ეფექტიანობას ასახელებს.