მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის წინასწარი შეკვეთები დღეიდან დაიწყო (R)

612f21601ade5
BM.GE
01.09.21 11:35
838
სამსუნგის უახლესი, დასაკეც-ეკრანიანი სმარტფონების Galaxy Z Fold3-ისა და Galaxy Z Flip3-ის წინასწარი შეკვეთები დღეიდან უკვე დაიწყო და 21 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება;

წინასწარი შეკვეთა სამსუნგის ყველა ოფიციალური პარტნიორის მაღაზიათა ქსელში, მათი ვებგვერდებისა და ქოლცენტრების საშუალებით არის შესაძლებელი;

წინასწარი შეკვეთის გაფორმებისას, თქვენ მიიღებთ საჩუქრებს სამსუნგისგან: წინასწარი შეძენისას, ორივე მოდელისთვის საჩუქრად გადმოგეცემათ 1 წლიანი ეკრანის გარანტია და უახლესი, უსადენო ყურსასმენი Galaxy Buds2; Galaxy Z Fold3-ის შეძენისას კი, ამ საჩუქრებთან ერთად, დამატებით მიიღებთ S-Pen Cover-ს თავისი კალმიანად - იმისათვის რომ შეძლოთ, სრულყოფილად გამოიყენოთ თქვენი მრავალფუნქციონალური სმარტფონი.



გარდა ამისა, ოფიციალური ჰოლოგრამით Galaxy Z სერიების წინასწარი შეკვეთისას, თქვენ საშუალება გექნებათ ჩაერთოთ Trade-In აქციაში - ანუ, მიიტანოთ თქვენი ძველი სმარტფონი, შეაფასებინოთ და მიიღოთ დამატებით ფასდაკლება ახალ, კეცვად სმარტფონებზე (300₾-დან 4,499 ₾-მდე).

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს - Samsung Electronics Co., Ltd.-მ ახალი ნაბიჯი გადადგა დასაკეცი ინოვაციების სფეროში და ორი ახალი სმარტფონი: Galaxy Z Fold3 5G და Galaxy Z Flip3 5G წარადგინა. ორივე მოწყობილობა არის უმაღლესი ოსტატობით და ფლაგმანური ინოვაციებით შექმნილი კეცვადი სმარტფონი, რომელსაც ასე ელოდა "სამსუნგის" ერთგული მომხმარებელი. Galaxy Z სერიის მესამე თაობის მოწყობილობებში გაუმჯობესებულია ყველა ის მახასიათებელი, რომელსაც ითხოვდნენ "სამსუნგის" დასაკეცი სმარტფონების მომხმარებლები - ისინი გახდნენ უფრო გამძლე და გაუმჯობესებული კეცვადი გამოცდილებით, შესანიშნავი დიზაინიდან ყოვლისმომცველ გართობამდე, Z Flip3 და Z Fold3 მომხმარებლებს მუშაობის, ყურებისა და თამაშის ახალ და უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.

Galaxy Z Fold3 განკუთვნილია მათთვის, ვისაც სჭირდება უახლესი მოწყობილობა პროდუქტიულობისა და ყოვლისმომცველი გართობისთვის, იგი ჭეშმარიტად მრავალფუნქციური ფლაგმანია უახლესი თაობის ტექნიკური მაჩვენებლებით, 7,6’’-იანი უსაზღვრო დასაკეცი ეკრანით Infinity Flex Display და დასაკეც მოწყობილობაზე მსოფლიოში პირველი S Pen მხარდაჭერით. Z Fold3 აქვს უფრო გლუვი, თხელი და მსუბუქი დიზაინი, ვიდრე მის წინამორბედ Galaxy Z Fold2-ს და არის უფრო კომპაქტური. ის ხელმისაწვდომია შემდეგ ფერებში: შავი, მწვანე და ვერცხლისფერი.

Galaxy Z Flip3 კი სტილის, ფუნქციონალის და შეუზღუდავი გართობის იდეალური ბალანსია. იგი მომხმარებლებს თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს ფერების შესანიშნავი არჩევანის, გლუვი დიზაინის და პრემიუმ კლასის ფუნქციების საშუალებით. ახალი დიზაინის გარე ეკრანი ახლა ოთხჯერ უფრო დიდია, რაც კიდევ უფრო აადვილებს შეტყობინებების ნახვას და ამისთვის არ გჭირდებათ გახსნათ Z Flip3. მომხმარებლებს ახალი, გარე ეკრანის ვიჯეტების მეშვეობით შეუძლიათ: მიჰყვნენ საკუთარ განრიგს, შეამოწმონ ყოველდღიურად გადადგმული ნაბიჯების რაოდენობა, ასევე შეუხამონ გარე ეკრანის ფონი მათი მოწყობილობის ფერს, გადაიღონ ფოტოები და თვალი ადევნონ ამინდის პროგნოზს. წინასწარი შეკვეთა შესაძლებელია გააკეთოთ ოთხი ტრენდული ფერიდან - კრემისფერი, მწვანე, იისფერი და შავი;

Galaxy Z მოწყობილობების ეს თაობა დამზადებულია განსაკუთრებული ოსტატობით. Z Fold3 და Z Flip3 წარმოადგენენ პირველ დასაკეც სმარტფონებს, რომლებსაც გააჩნიათ IPX8 წყალგამძლეობის სტანდარტი. ასე რომ, მომხმარებლები მშვიდად იქნებიან წვიმაშიც კი. ორივე მოწყობილობის დამზადებისას გამოყენებულია უახლესი Armor Aluminum მასალა, რომელიც ყველაზე მტკიცე ალუმინია მათ შორის, რაც კი ოდესმე გამოუყენებიათ სმარტფონებისთვის. ხოლო, ყველაზე მდგრადი Corning® Gorilla® Glass Victus™ იცავს სმარტფონს დავარდნის შემთხვევაში დაკაწვრისა და დაზიანებისგან. Z Fold3-სა და Z Flip3-ს ჩაუტარდათ Bureau Veritas-ის მიერ ვერიფიცირებული გამძლეობის ტესტი, რომლის დროსაც მოწყობილობამ 200,000-ჯერ გადაშლას (დაკეცვას) გაუძლო. სმარტფნები აღჭურვილია უახლესი, მძლავრი 5nm AP პროცესორით და 5G მხარდაჭერით, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო გამოცდილებას.