მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

S&P-ი საქართველოში რეცესიას ელის

5e94bac5d02f1
თამთა ჯიჯავაძე
13.04.20 23:16
1405
Standard and Poor’s-ი საქართველოში რეცესიას ელის. თუმცა, მისივე პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021–2022 წლებში აღდგება. ამის შესახებ ფინანსური ინსტიტუტის ვებგვერდზე ვრცელდება ინფორმაცია.

ამასთან, S&P-ი წერს, რომ ის ელოდება საქართველოს ეკონომიკის შეკუმშვას 2020 წელს კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, რაც შიდა ეკონომიკურ აქტივობასა და ტურიზმის სექტორზე ზეწოლას იწვევს.

„ქვეყნის ეკონომიკამ არაერთ შოკი განიცადა და წინა კრიზისებიდან აჩვენა შესაძლებლობა რომ მოერგოს გარე გამოწვევებს“, – წერია Standard and Poor’s–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, S&P-ი აღნიშნავს, რომ 2 მილიარდ ლარიანი ეკონომიკური დახმარების პაკეტი, რაც საქართველოს მთავრობამ წარადგინა, მხოლოდ ნაწილობრივ შეამსუბუქებს იმ სტრესს, რაც ეკონომიკასა და შინამეურნეობებზე არსებობს.