16.ოქტომბერი .2019 20:55

S&P-მა "ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ რეიტინგი „B+“-დან „BB -“-მდე გააუმჯობესა

views 294
უკან

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გრძელვადიანი რეიტინგი „B+“-დან „BB -“-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა. სააგენტომ კორპორაციის რეიტინგი 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობისა და გაზის კორპორაცია ავრცელებს.

როგორც კორპორაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კორპორაცია აქტიურად ახორციელებს ბიზნესის დივერსიფიკაციის პოლიტიკას ბუნებრივ გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურების მშენებლობისა და ოპერირების გზით.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით, სარეიტინგო სააგენტო ასევე აღნიშნავს გარდაბანი-2 თბოსადგურის პროექტის მნიშვნელობას, რომლის დასრულებაც მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება.

„თბოსადგურის ექსპლუატაცია დაიწყება მიმდინარე წლის ბოლოს და ის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კორპორაციის ფინანსურ მდგომარეობას და გაზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას. კორპორაციის მომგებიანობაზე სარეიტინგოს შეფასებით აგრეთვე დადებით გავლენას იქონიებს შაჰ-დენიზის მეორე ფაზის განხორციელების შედეგად გაზრდილი გაზის ტრანზიტი, რაც შესაბამისად, ზრდის კორპორაციის მიერ კონსორციუმისგან შესყიდული გაზის მოცულობებს.

S&P Global-ის შეფასებით, მოსალოდნელია, კორპორაციის 2019 წლის საკრედიტო მაჩვენებლების დროებითი გაუარესება შესასყიდი გაზის გაზრდილი ფასის და პიკური კაპიტალური დანახარჯების გამო. სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ მაჩვენებლები გაუმჯობესდება მომავალ წლებში გარდაბანი 2-ის თბოელექტროსადგურის დასრულების შედეგად, რომელიც კორპორაციის EBITDA-ში შეიტანს დამატებით 70 მილიონ ლარს“, - აღნიშნულია კორპორაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა