12.თებერვალი.2019 16:47
ეკონომიკა

„სამრეწველო საწარმოების 50%-მა გარემოს დაცვითი ვალდებულების შესახებ არ იცის“

„სამრეწველო საწარმოების 50%-მა გარემოს დაცვითი ვალდებულების შესახებ არ იცის“
სამრეწველო საწარმოების 50%-მა გარემოს დაცვითი ვალდებულების შესახებ არ იცის, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნელი კორკოტაძემ „საქმიან დილაში“ განაცხადა.

როგორც ის ამბობს, საწარმოები, რომლებიც ამ მიმართულებით, ვალდებულებებს არღვევენ, კანონმდებლობას არ იცნობენ.

მისი თქმით, კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც სამრეწველო ემისიებს ეხება, წელს დასრულდება.

გაზრდილ სანქციებთან ერთად სამრეწველო კომპანიები ვალდებულები იქნებიან, საწარმოები მაღალი ეფექტურობის მქონე მტვერდამჭერი მოწყობილობებით აღჭურვონ; ასევე საწარმოებისთვის აუცილებელი იქნება 24-საათიანი თვითმონიტორინგის სისტემის შემოღება, რომელიც როგორც კორკოტაძე ამბობს, ამ ეტაპზე ქვეყანაში არ გვაქვს.

“ჩვენ ვაძლიერებთ კონტროლს ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ობიექტების მიმართ. ერთის მხრივ, სანქციების შემოღებით და ამავდროულად სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც სამრეწველო ემისიებს ეხება და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ წელს უკვე დასრულდება. ეს გულისხმობს იმას, რომ საწარმოებმა უნდა აღჭურვონ საკუთარი საწარმოები მაღალი ეფექტურობის მქონე მტვერდამჭერი მოწყობილობებით. მათ უნდა ჰქონდეთ თანამედროვე, ხელმისაწვდომი და ძალიან მაღალი დონის ტექნიკა.

ასევე უნდა ჰქონდეთ ონლაინ რეჟიმში 24-საათიანი თვითმონიტორინგის სისტემა, დღეს ჩვენ მსგავსი სისტემები სამწუხაროდ, არ გვაქვს. ეს ეტაპობრივად მოხდება იმისთვის, რომ საწარმოებზე არ მოხდეს მნიშვნელოვანი დარტყმა. ეს ყველაფერი კი, წყალსა და ჰაერში ემისიების შემცირებას შუეწყობს ხელს. დაახლოებით, 50% შემთხვევაში ვაწყდებით სამართალდარღვევებს, არა იმიტომ რომ ის განზრახ სჩადის ამას, არამედ იმიტომ რომ მან არ იცის გარკვეული ვალდებულებების შესახებ, თუმცა ბოლო პერიოდში გაიზარდა ცნობადობა გარემოს დაცვითი კანონმდებლობის მიმართულებით. კომპანიებმა დაიწყეს შესაბამისი კადრების აყვანა, მათ შორის გარემოს დაცვითი მმართველების, რომლებიც ამ კანონმდებლობაში კარგად ერკვევიან“, - ამბობს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში’’ შესატანი ცვლილებების პროექტით, რომელიც მალე მთავრობას განსახილველად გადაეგზავნება, დარღვევისთვის ჯარიმები 20-30 ათას ლარამდეა გაზრდილი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კანონით ჯარიმა 500-1000 ლარი იყო; ხოლო კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში, სანქციები ორმაგდება. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის მონაცემებით, 2018 წელს ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის დარღვევის 412 შემთხვევაა გამოვლენილი; დაკისრებულმა სანქციამ კი, 166 300 ლარი შეადგინა.
ავტორი: ანუკა ჯოხაძე

19.აპრილი.2019 00:23
58

ისტორიაში უმსხვილესი Ipo-ს TOP-10

ვრცლად
19.აპრილი.2019 00:10
101

Delloway - პირველი ქართული Booking პლატფორმა

ვრცლად
18.აპრილი.2019 23:00
70

მაია ცქიტიშვილი: პანკისის მოსახლეობასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის ჰესების მშენებლობაზე

ვრცლად
18.აპრილი.2019 22:09
152

ლევან კობერიძეს გიორგი ქობულიას გათავისუფლების გამო პრემიერთან კითხვები აქვს

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:49
185

აკაკი ცომაია: გიორგი ქობულიას განცხადებები შეიძლება არ ჩაჯდა ივანიშვილის გემოვნებაში

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:37
104

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ქობულიას გათავისუფლებაზე: ეს ბუნებრივი პროცესია

ვრცლად