მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე 3 პირი დააკავეს

5dba85c92d8c1
BM.GE
31.10.19 10:55
1135
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს 3 პირი.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები დაუკავშირდნენ პირობითი გამოსაცდელი ვადის ქვეშ მყოფ პირს, რომელსაც ჰქონდა შეზღუდვა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით და დაარწმუნეს, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, შეეძლოთ არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პატრულ-ინსპექტორზე, რომელიც თავის მხრივ, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას, მისცემდა შესაძლებლობას პირს შეუფერხებლად გადაეკვეთა სახელმწიფო საზღვარი.

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულებმა მოქალაქეს გამოართვეს 5 000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შედეგად, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 და 332-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით", – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.