მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამსახურსა და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

636a45ccbd912
BM.GE
08.11.22 19:00
409
აღრიცხვა-ანგარიშგების სფეროს განვითარებისთვის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური სხვადასხვა მხარესთან თანამშრომლობს და სფეროსთვის სასარგებლო ღონისძიებებს მიმართავს.

დღეს სამსახურსა და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოში მიმდინარე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შემდგომი მიმართულებებით ითანამშრომლებენ: საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის კონკურსის (BARTA) მხარდაჭერა, რეფორმის მხარდამჭერი ღონისძიებების გამართვა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა.

მემორენდუმის მიხედვით, კონკურსში გამარჯვებული ანგარიშგებები ანგარიშგების პორტალზე სპეციალური განმასხვავებელი ნიშნით გამოიყოფა.