მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამშენებლო ბაზრის გადახურებაზე საუბარი ძალიან ადრეა“ – „თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორი

60c4b4788e99a
ვიქტორია მღებრიშვილი
12.06.21 22:30
1148
„ბაზრის გადახურებაზე საუბარი, იმ ქვეყანაში, სადაც უზარმაზარი ამორტიზებული საცხოვრებელი ფონდია, ძალიან ადრეა“ - ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადარტის“ მმართველმა პარტნიორმა ირაკლი ბურდილაძემ გადაცემა Forbes Talks-ში განაცხადა.

მისი განმარტებით, სანამ ბაზარზე მოთხოვნა არსებობს, გადახურებაზე საუბარი არ შეიძლება. მოთხოვნის ფორმირებაზე კი რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს.

„საბაზრო პროცესი იმდენად მძლავრია, რომ როდესაც ოჯახს უჩნდება საშუალება ჩაანაცვლოს ძველი – ახლით, ბუნებრივია ის ამას აკეთებს. მაგრამ ეს ეკონომიკური ზრდის ტემპზეა დამოკიდებული. საქართველოში ბოლო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ოპტიმისტური განვითარების საფუძველს იძლევა.

რამდენიმე პროცესია, რაც უძრავ ქონებაზე მოთხოვნას განსაზღვრავს, ერთი - ამორტიზირებულის ჩანაცვლებაა; მეორე - შინამეურნეობის ზომაა, ანუ საქართველოში ერთ ბინაზე 3.5 ადამიანი მოდის, რაც ევროპასთან შედარებით თითქმის 2-ჯერ მეტია. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც მომავალში და დღესაც ბინებზე მოთხოვნის ზრდას უწყობს ხელს; მესამე ფაქტორი ურბანიზაციაა. სოფლის მეურნეობაში ეფექტურობის გაზრდა ურბანიზაციის დონის გაზრდას გამოიწვევს, რაც საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნას კიდევ უფრო გააჩენს“, - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.