მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო და სარემონტო მასალების ახალი მეგაცენტრი გაიხსნა

5ed8c5eeda8b9
BM.GE
03.06.20 19:00
812
"ეს საწარმო არის კიდევ ერთი ძალიან კარგი მაგალითი იმისა, როდესაც კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" დახმარებით მიიღო 2 მლნ აშშ დოლარის სესხის თანადაფინანსება, დაიწყო სამშენებლო მასალების წარმოება, რომლის მეშვეობითაც პირველ რიგში ჩანაცვლდა იმპორტი, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია გადის ექსპორტზე.
საწარმოს ამოქმედების შემდეგ, დღეს უკვე საცალო ვაჭრობაშიც შევიდა კომპანია "ნოვა". ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, საბანკო და საერთაშორისო დონორი ინსტიტუტების თანამშრომლობა" - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა სამშენებლო და სარემონტო მასალების ახალი მეგაცენტრის გახსნის ღონისძიებაზე.

კომპანიის „ნოვა“ წარმოების საფუძვლების გამყარებაში დიდი წვლილი შეიტანა სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ - 2017 წელს 7500 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენებული ახალი საწარმოს აშენება – აღჭურვისთვის კომპანიამ საწარმოო სიმძლავრეების განსავითარებლად 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 2 მილიონი დოლარი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით განახორციელა. კომპანიის საწარმოებში, საგამოფენო დარბაზებსა და სასაწყობო მეურნეობებში ამჟამად 430 ადამიანია დასაქმებული, უშუალოდ თბილისისა და ბათუმის სავაჭრო ცენტრებში კი 120 ადამიანი მუშაობს.