მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამშენებლო დარგი ერთ ენაზე საუბარს შეძლებს“ – Element Holding-ში ევროკოდებზე გადასვლას აფასებენ

641d9a87da07a
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.23 23:50
1753
2024 წლიდან სამშენებლო სექტორი ეტაპობრივად სრულიად ახალ სტანდარტზე უნდა გადაეწყოს. საუბარია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებაზე, რომლის მიხედვითაც შენობა-ნაგებობების დაპროექტება და მშენებლობა სრულად ევროპული ნორმების შესაბამისად უნდა განხორციელდეს.
ევროკოდები ევროპული სტანდარტია, რომელიც წარმოადგენს შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული (სტრუქტურული) გაანგარიშებისა და დაპროექტების წესებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის.

რას შეცვლის სამშენებლო სექტორში ევროკოდების შემოღება და აისახება თუ არა ეს მშენებლობის ფასზე - ამ კითხვას გადაცემა #რედაქტ2-ში „ელემენტ ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზაქრო ებელაშვილმა უპასუხა.

ის თვლის, რომ ცვლილებების შემდეგ დარგის წარმომადგენლები ერთ ენაზე დაიწყებენ საუბარს, რაც სექტორში მიმდინარე პროცესებს გაამარტივებს.

„დღეისთვის საქართველოში სამშენებლო სექტორში მოქმედი კომპანიები ძირითადად რუსულ, ბრიტანულ და ევროსტანდარტებს იყენებენ, თუმცა სამშენებლო სფეროს 70% რუსულ სტანდარტებზეა დამოკიდებული. 2024 წლიდან ევროსტანდარტების შემოტანის ძირითადი ცვლილება ჩვენი აზრით, ის იქნება, რომ სექტორს ერთ ენაზე საუბარი შეეძლება. გაიზრდება თუნდაც სახელმწიფო უწყებების მხრიდან კონტროლი, ასევე გაიზრდება ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაცია, რომლებიც ხარჯთაღრიცხვის, კონსტრუქციულ თუ არქიტექტურულ ნაწილში გეგმავენ პროექტებს.

სამშენებლო სექტორი ერთ ენაზე გადავა და დამკვეთი, დამპროექტებელი, შემსრულებელი და მაკონტროლებელი ერთ ენაზე საუბარს შევძლებთ.

რაც შეეხება ღირებულებას, ეს ცვლილება მშენებლობის ღირებულებაზე დღეისთვის დიდად გავლენას არ იქონიებს. მიუხედავად იმისა რომ სექტორში რუსული სტანდარტი ძირითადია, დარგში აქტიურად გამოიყენება ევროპული სტანდარტით შესრულებული პროექტები, რადგან ქვეყანაში საერთაშორისო პროექტები მომრავლდა და დამკვეთს მოთხოვნა აქვს, რომ საერთაშორისო სტანდარტებს გავყვეთ“, - ამბობს ზაქრო ებელაშვილი.