26.მარტი .2022 09:00

სამშენებლო კომპანია: “დღეს ლითონის პროდუქციაზე გრძელვადიანი კონტრაქტის დადება არახელსაყრელია”

სამშენებლო კომპანია: “დღეს ლითონის პროდუქციაზე გრძელვადიანი კონტრაქტის დადება არახელსაყრელია”
views 1388
უკან

ქვეყნის უმსხვილესი სამშენებლო კომპანია "ანაგის" გენერალური დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილი აღნიშნავს, რომ სექტორისთვის მთავარი პრობლემა სამშენებლო მასალების გაძვირებაა.

მისი თქმით, ლითონის და ფერადი ლითონის შემადგენელი მასალები საერთაშორისო ბაზარზე 40%-ით გაძვირდა, პრობლემაა დეფიციტიც იმ ნედლეულზე, რომლის იმპორტიც საქართველოში ომში ჩართული ქვეყნებიდან ხდებოდა. აქედან გამომდინარე, არასტაბილური გარემო სირთულეებს ქმნის გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებისასაც, რაც ხარჯებს 10-20%-ით კიდევ ზრდის.

“მასალები გაძვირდა, ჩვენი მომწოდებელი ორივე ბაზარი რუსეთიც და უკრაინაცაა, თუმცა ახლა უკრაინიდან იმპორტი შეწყდა. საქართველოში სამშენებლო არმატურის იმპორტი უკრაინიდან, ხოლო რუსეთიდან სხვადასხვა ტიპის ლითონების შემოტანა ხდებოდა. შედეგად, დღეს პრობლემაა ის, რომ საიმპორტო მასალების არასტაბილურობის გამო, ამ ტიპის მასალებზე გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება შეუძლებელია. კომპანიებმა არ იციან მომავალში რა იქნება.

გრძელვადიანი კონტრაქტის აღება ლითონის შემადგენელ პროდუქციაზე პრაქტიკულად შეუძლებელი და არახელსაყრელია. უკრაინაში ქარხნებს დღეში 27 000 ტონის წარმადობა აქვთ. ის ძალიან დიდ ბაზრებს აკმაყოფილებდა და ყველაზე დიდი წილი ევროპაზე მოდის. მცირე წილი საქართველოზეც მოდიოდა.” - აღნიშნა ირაკლი გოგოლიშვილმა.