31.მაისი .2021 13:30

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაზარალებულები და ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები განცხადებას ავრცელებენ

სამშენებლო კომპანია „სვეტის“  დაზარალებულები და ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები განცხადებას ავრცელებენ
views 1725
უკან

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულები და ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ.


"მიმდინარე წლის 29 მაისს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გაშუქდა ცრუ ინფორმაცია, რომლის თანახმად სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაუსრულებელ ერთ-ერთ ობიექტზე, თითქოს ადგილობრივი მოსახლეობის საზიანოდ შენდება “ბეტონის ჯუნგლები“, რაც გაუგონარი ბოროტებაა. აღნიშნულს მხარი დაუჭირა ანა დოლიძემ ისე, რომ მისი მხრიდან საკითხი არ არის სიღრმისეულად შესწავლილი.

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ პროექტი გახდა ქართველი ემიგრანტების მოტყუების საშუალება, ათასობით ადამიანს დაემუქრა ღია ცის ქვეშ ცხოვრება. პროექტი ძირითადად გათვლილი იყო ემიგრანტებისათვის,საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც წლებია გადახვეწილნი არიან საკუთარი ქვეყნიდან და მთელი თავისი დანაზოგი ჩადეს ამ მშენებლობაში. მოტყუებული ხალხის ოჯახების წინაშე არავინ აიღო პასუხისმგებლობა, გარდა თბილისის მერის, კახა კალაძისა.

2019 წლის 11 სექტემბერს, კახა კალაძის აქტიური ჩართულობით თბილისის მუნიციპალიტეტესა და დეველოპერულ კომპანია “m2 “-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებში კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მენაშენეების წინაშე ვალდებულება აიღო კომპანია „m2“-მა დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით. ეს იყო სასიცოცხლო იმედი კომპანიისგან დაზარალებული თითოეული მობინადრისთვის. კოეფიციენტის გაზრდა კი გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ „სვეტის“ პირობებში ხალხის მიერ გადახდილი თანხები აღარ არსებობდა და ასეთ პროექტში, სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე ვერცერთი ინვესტორი შეძლებდა მშენებლობის დასრულებას. კახა კალაძის მცდელობა გადაერჩინა ქართველი ოჯახები, არის მისი მერობის პირობებში განხორციელებული ღირსეული საქმე, რისთვისაც მუდამ მადლიერნი იქნებიან ემიგრაციაში მცხოვრები ქართველები.

სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი ხალხისთვის კახა კალაძის თანადგომა და დაპირებული სიტყვის საქმით ქცევა არის ის ერთადერთი სიმართლე, რომელიც დაუსრულებელი მშენებლობების ირგვლივ ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟსს და სიცრუეს საფუძველს აცლის. ხალხი არ დაუშვებს და ვერ შეეგუება უსამართლობას, ტყუილს, უმადურობას. დღეს მავანნი პოლიტიკური ქულების დასაწერად, რეიტინგის ასაწევად, ისევ საფრთხის ქვეშ აყენებენ ერთხელ უკვე განწირულ, განადგურებულ ადამიანებს, რომლებსაც წლების წინ უნდა ჩაბარებოდათ კუთვნილი ბინები და დღემდე ქირით ან სამადლოდ ცხოვრობენ.

დღეს ხალხს წართმეული სასიცოცხლო იმედი დაუბრუნდა და ამ იმედს ისევ მოკვლით ემუქრებიან. საქმე გვაქვს გაუგონარ ბოროტებასთან, რასაც არ შეეგუება დაზარალებული მოსახლეობა. ყველა იმ პირს, ვინც ამ დეზინფორმაციისა და ბოროტების გვერდით დადგომას გადაწყვეტს და მოსახლეობას ღია ცის ქვეშ ცხოვრების პერიოდს გაუხანგრძლივებს, პირადად, მათივე სახსრებიდან მოვთხოვთ განადგურებული ოჯახების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას"-ნათქვამია განცხადებაში.

 

 


(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა