მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამშენებლო ნებართვების გაცემის ზრდა მიუთითებს, რომ ბიუროკრატიული ბარიერები იკლებს"

5e32a05f20f50
ვიქტორია მღებრიშვილი
31.01.20 09:00
1177
სამშენებლო კომპანია „ბალავარი“ 2019 წელს სამშენებლო ნებართვების გაცემის ზრდას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გასულ წელს საბანკო და სამშენებლო სექტორში ამოქმედებული რეგულაციების გათვალისწინებით „ნებართვების გაცემის ზრდა სასიამოვნო მოულოდნელობა იყო“.

როგორც „ბალავარის“ დამფუძნებელი ბესო თავბერიძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მშენებლობის ნებართვების ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ ბიუროკრატიული ბარიერები ნელ-ნელა იკლებს.

„2019 წელს ჩვენ ვაზისუბანში კორპუსის მშენებლობაზე ერთი ნებართვა ავიღეთ, რომლის აღებას ერთი წელი დასჭირდა, ვერ ვიტყვი რომ ეს მოკლე ვადაში მოხდა. სხვა მშენებლობის ნებართვაზე მოთხოვნა ჯერ-ჯერობით არ გვქონია.

მშენებლობის ნებართვების გაცემის ზრდას მივესალმები. ეს იმას მეტყველებს რომ ბიუროკრატიული ბარიერები ნელ-ნელა იკლებს და მერიის პროფესიონალიზმი იზრდება.

ჩემთვის ნებართვების გაცემის ზრდა სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.

თბილისის მერთან შეხევდრაზეც ვიყავით დეველოპერები და იქაც გვითხრეს, რომ ურბანული სამსახური ცალკე სსიპ-ად ყალიბდება და ეს ბიუროკრატიული წინაღობები რაც გენერალური განაშენიანების გეგმას და მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებით წარმოიშობოდა საგრძნობლად შემცირდება, ანუ ერთი ფანჯრის პრინციპი დაინერგება პირველი მარტიდან და ამას მივესალმები. ეს კიდევ უფრო გაზრდის სამშენებლო ნებართვების მობილურობას“, - განაცხადა დეველოპერმა.