მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სამშენებლო პროექტში გათვლილი ხარჯების შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია” - “ანაგი”

623d779858a91
ლიკა გურაბანიძე
25.03.22 21:41
1147
“რუსეთ-უკრაინის ომმა გვაჩვენა, რომ პრაქტიკულად სამშენებლო პროექტში გათვლილი ხარჯების შენარჩუნება შეუძლებელია", - ამის შესახებ bm.ge-ს “ანაგის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ასევე რთულია დღეს ბიზნესმა პროექტის შესრულების კონკრეტული ღირებულება განსაზღვროს.

“ზოგადად სამშენებლო კონტრაქტები გრძელვადიანია და ხშირ შემთხვევაში გარიგების, ან ტენდერის ობიექტს წარმოადგენს 12-18-24 და რიგ შემთხვევაში 32 თვეც.

დღეს, ამ ვითარებაში შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრო ბიზნესმა, რა ღირებულება შეიძლება ჰქონდეს სამშენებლო მასალებს. თავდაპირველად, სახელმწიფოსგან მიდგომა იყო, რომ ბიზნესმა მასალის გაძვირება პროექტის ღირებულებაში უნდა გაითვალისწინოს, თუმცა, დღეს იმხელა სხვაობებზე გვაქვს საუბარი, რომ ამ მასშტაბის ღირებულებაში გათვალისწინება შეუძლებელია. შესაბამისად, დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, რომ შესაძლოა სახელმწიფოსთან გავაფორმოთ კონტრაქტი, შევთანხმდეთ ბაზარზე არსებულ რეალურ ფასებზე, თუმცა 6-8-12 თვეში ეს ფასები არსებითად შეიძლება შიცვალოს.” - აღნიშნა გოგოლიშვილმა.