მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო სამუშაოების გამო ბაღდათის სატრანსპორტო კვანძის პანდუსები ჩაიკეტება

5dcd35364de08
BM.GE
14.11.19 15:10
961
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოების წარმოების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 223-ე კმ-ზე არსებული ბაღდათის სატრანსპორტო კვანძის პანდუსები ჩაიკეტება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული სამუშაოების გამო, დაწესდა დამატებითი საგზაო მოძრაობის დროებითი ორგანიზაციის შესაბამისი ღონისძიებები, საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის დასარეგულირებლად. საუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

გადაკეტვის/გადართვის (შეზღუდვის) ადგილები ღამის საათებში განათდება და მშენებლი ორგანზაცია შესასვლელ-გამოსავლელში მოძრაობის რეაგულირებას უზრუნველყოფს.