მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამშენებლო სექტორი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია; ამაზე მეტყველებს დარგში FDI-ს 10-ჯერ შემცირება"

5d9854fa1803e
ელენე გოგბერაშვილი
05.10.19 13:00
1188
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში FDI-ს მოცულობამ $187 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 53.7%-ით ნაკლებია.

ინვესტიციების შემცირება ქვეყნის ეკონომიკის სექტორების მნიშვნელოვან ნაწილში შეიმჩნევა. მათ შორის მშენებლობის სექტორში FDI წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91%-ით შემცირდა და 4,2 მლნ დოლარი შეადგინა.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი სამშენებლო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად საბანკო რეგულაციებს ასახელებს.

მისი თქმით, სესხის აღების შეზღუდვამ სამშენებლო სექტორში გაყიდვების 20%-იანი კლება გამოიწვია.

„ცუდი რეგულაციაა, რომელმა დიდი დარტყმა მოგვაყენა. სექტორი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჩავარდნილი. ამაზე მეტყველებს, რომ 10-ჯერ არის შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. როგორც ხედავთ, სტატისტიკა ამბობს, რომ ინვესტიციები შემცირდა. ეს არ არის საკმარისი დასკვნის გამოსატანად? იმის მოყოლა, რატომ მოხდა, რაში მაინტერესებს? მთავრობა ხომ იმიტომ გვყავს, რომ საკითხი გადაგვიწყვიტოს და არა იმიტომ, რომ ამბავი მოგვიყვეს“-აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

ამასთან როსტომაშვილი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უფლება მისცა მსესხებლების გადახდისუნარიანობა შიდა მოდელებით შეაფასონ იპოთეკური სესხების გაცემის შემთხვევაში მინიმუმ 20%-იანი თანამშრომლობის პირობებში, შედარებით გამოცოცხლდა ბაზარი.

„თუ იპოთეკური სესხის აღების მსურველთა ნახევარი და მეტი სესხს ვერ იღებდა, ახლა 20% ვერ იღებს“-აცხადებს როსტომაშვილი.