მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო სექტორისთვის რეგულაციებთან შეგუება ადვილი არ იყო - ბეჟან წაქაძე

60a393ee498ca
ინგა მურუსიძე
18.05.21 14:25
657
სამშენებლო სექტორისთვის ახალ რეგულაციებთან შეგუება ადვილი არ იყო, - ამის შესახებ დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ განაცხადა. ის დღეს თბილისის მერის კახა კალაძის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც დედაქალაქის ურბანულ განვითარებას შეეხებოდა. პარლამენტში არჩევამდე ბეჟან წაქაძე სამშენებლო კომპანია GDG–ის ხელმძღვანელობდა. 

„რაც შეეხება რეგულაციებს, ჩემს თვალწინ გაიარა მშენებლობებმა ბოლო 15 წლის განმავლობაში. ახალი რეგულაციები სამშენებლო სექტორისთვის არ იყო ისეთი ადვილი, რადგან სხვა რეგულაციებს იყო მიჩვეული. ძალიან მტკივნეულად გადავიტანეთ 141-ე დადგენილება, სახანძრო-უსაფრთხოების წესები, სარეალიზაციო ფართების შემცირება, მაგრამ შედეგი არის ძალიან კარგი.

ბევრი რამ არასწორად არის გაკეთებული, მაგრამ ამას არაფერი ეშველება. ვფიქრობ, გასული ოთხი წელი იქნება ყველაზე წარმატებული ბოლო 20 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

რაც შეეხება K2 კოეფიციენტის შეზღუდვას, ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ თავიდან ამ საკითხს კრიტიკულად უყურებდა, თუმცა ახლა ყველასთვის ერთნაირი თამაშის წესები არსებობს.

„პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. რეგულაციების შემოღება მტკივნეული იყო, შეგვიმცირდა მოგებები და ა.შ. თუმცა აღმოჩნდა, რომ საჭიროა. მაგალითად, დაგვევალა დიდი სივრცე სადარბაზოებში, აღმოჩნდა, რომ უფრო ლამაზი გამოვიდა და ფასიც მოუმატა“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.