მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო სექტორს კრიზისის დასაძლევად 1-1,5 წელი დასჭირდება - "ბალავარის" პროგნოზი

5eb905dfb6a8b
ანუკა ჯოხაძე
11.05.20 12:20
1042
"სამშენებლო სექტორს კრიზისის დასაძლევად 1-1,5 წელიწადი დასჭირდება”, - ამის შესახებ bm.ge-ისთან საუბრისას დეველოპერული კომპანია “ბალავარის” ფინანსურმა დირექტორმა ლევან მაღრაძემ განაცხადა.

მისი აზრით, მთავრობის მხრიდან დაანონსებული შეღავათების ჭერი, რომლის თანახმად, ხელფასები 1500 ლარამდე, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, უნდა გაიზარდოს.

„ამ კუთხით დაწესებული ბარიერი უნდა იყოს არა - 1500 ლარი, არამედ უფრო მეტი, რათა კომპანიებმა დამატებითი თანხების გამოთავისუფლება შეძლონ, რითაც დასაქმებული კადრების შენარჩუნებას მოახერხებენ”, - ამბობს დეველოპერი.

გამოწვევებს შორის ლევან მაღრაძე იურიდიული პირებისთვის სესხების გადავადების საკითხსაც ასახელებს და აცხადებს, რომ ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა კომპანიებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“მნიშვნელოვანი საკითხი იქნება თუ გამოაცხადებენ ტენდერებს, იქნება ახალი პროექტები, რათა კმპანიებს ლიკვიდურობის პრობლემა არ შეექმნათ და თანხები ისევ შემოვიდეს. ასევე, სესხების გადავადება თუ მოხდება იურიდიულ პირებზე, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. არ არის აქ საუბარი 100 და 200 ათას ლარიან სესხებზე, ვგულისხმობ მილიონიან სესხებს. მოგეხსენებათ, როცა გაჩერებულია პროექტები, ყოველთვიური გადასახადი პროცენტის სახით, მძიმედ აწვება კომპანიას”, - აცხადებს დეველოპერული კომპანია “ბალავარის” ფინანასური დირექტორი.