მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო სექტორს მთავრობის მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა - ღარიბაშვილი

60ab60448519b
ინგა მურუსიძე
24.05.21 12:10
1354
ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არის ძალიან კარგი სტიმულისმიმცემი პრეცენდენტი და მაგალითი, მით უმეტეს პანდემიის ფონზე, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ პროექტის მეოთხე ფაზის ოფიციალური გახსნის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა, ინვესტორს, ნოშრევან ნამორაძეს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა.

„ეს არის 200 მლნ დოლარის კერძო ინვესტიცია, ათასობით ადამიანის დასაქმებას გულისხმობს ეს პროექტი და რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია, რომ ასეთი ეკოლოგიური სივრცე, ახალი რეკრეაციული ზონები შეიქმნება ამ პროექტის ფარგლებში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით, ზოგადად ამ დეველოპერულ, სამშენებლო სექტორს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა გასული წლიდან მოყოლებული, ვინაიდან, პანდემიის ეს პრობლემა შეეხო ყველას, აბსოლუტურად ყველა სექტორს“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.