04.სექტემბერი .2019 15:00

Samsung დასაკეც-ეკრანიანი სმარტფონის ახალ ხაზს გამოუშვებს

views 166
უკან

SAMSUNG 2020 წლის დასაწყისში დასაკეც-ეკრანიანი სმარტფონის Fold-ის ახალ ხაზს წარადგენს. როგორც ამერიკული ბიზნეს-პორტალი Bloomberg წყაროზე დაყრდნობით იუწყება, მობილური მოწყობილობა ორი ძირითადი კამერით და ასევე ეკრანის ზედა ნაწილში მესამე, წინა კამერით, იქნება აღჭურვილი.


ახალ ხაზის მობილურებს, ეკრანის დიაგონალი სიგრძე 17 სანტიმეტრამდე ექნებათ და მობილური მის წინამორბეზე უფრო თხელიც იქნება.


ამავე დროს, როგორც Bloomberg აღნიშნავს, მეორე დასაკეცი ეკრანის ტელეფონის ბაზარზე შესვლა დამოკიდებულია Galaxy Fold პირველ დასაკეცეკრანიანი მოდელის კომერციულ წარმატებაზე, რომლის გაყიდვებიც 2019 წლის სექტემბრის ბოლოსკენ დიწყება.


ვარაუდობენ, რომ ახალი სმარტფონი უფრო ხელმისაწვდომი იქნება, ვიდრე კომპანიის მიერ გამოშვებული Galaxy Fold.