მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები წელთა ნამსახურების მიხედვით დანამატსაც მიიღებენ"

638dd4213850d
BM.GE
05.12.22 15:18
600
ორი მნიშვნელოვანი კოდექსი გამოგვაქვს დღეს მთავრობის სხდომაზე, პირველი, მინდა ვთქვა, ეს არის პენიტენციური კოდექსი და ბატონ რატის მინდა, მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი კოდექსით მთელი რიგი შეღავათებია განსაზღვრული, მათ შორის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის.

„დღეს პატიმრებს შეუძლიათ რეგულარული ვარჯიში, სპორტულ ფესტივალებში მონაწილეობის მიღება, მაგალითად ბატონი რატის ინიციატივით, შეუძლიათ მიიღონ უმაღლესი განათლება დისტანციურად, ციფრული პლატფორმის მეშვეობით, გავხსენით ბიბლიოთეკები და უამრავი, ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, მანამდეც, ქალბატონი თეას დროს, უფრო მანამდეც ძალიან ბევრი მინისტრი ემსახურებოდა ამ დიდ სიკეთეს და ახლა უკვე ახალი ინიციატივებით შემოვიდა ახალი ხელმძღვანელობა და ჩვენ ამ კოდექსს, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ და იმედი მაქვს, პარლამენტიც ერთსულოვანი იქნება და მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას. აქ არის მთელი რიგი შეღავათები განსაზღვრული, მათ შორის, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის. მაგალითად, ფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე, მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი ნამატის გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურების მიხედვით დანამატს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.