მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Samsung Galaxy S20-ის ფასები ცნობილია

5e3bdffd202f6
ნათია თაქთაქიშვილი
07.02.20 00:25
21795
მედიაში უახლესი Samsung Galaxy-ის ღირებულებამ გაჟონა. ამის შესახებ ინფორმაციას gsmarena.com-ი ავრცელებს.

სანდო წყაროზე დაყრდნობით გამოცემა ამბობს, რომ Galaxy S20-ი 999 აშშ დოლარი ეღირება, ხოლო Galaxy S20 Ultra-ს ფასი 1,399 აშშ დოლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ 5G მოდელების ფასი ამ ეტაპზე უცნობი რჩება.

კომპანია უახლესი მოდელის სმარტფონების წარდგენას 11 თებერვალს სან-ფრანცისკოში გეგმავს. აღნიშნულ ღონისძიებაზე წარდგენილი იქნება Galaxy S20-ის სამ მოდელი: "Galaxy S20"-ი, "Galaxy S20+"-ი და "Galaxy S20 Ultra".