მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Samsung Galaxy S21-ის გაყიდვების ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა (R)

601ce2b39b2df
BM.GE
05.02.21 10:40
2497
14 იანვარს კომპანია სამსუნგმა Galaxy-ს სმარტფონების ოჯახის ახალი წევრები წარუდგინა ფართო საზოგადოებას. სახელგანთქმულ S სერიას წელს 3 წარმომადგენელი ჰყავს: Galaxy S21, S21+ და S21 Ultra.

საქართველოში არსებული შეზღუდვების ფონზე Galaxy S21 წინასწარმა შეკვეთებმა მოლოდინს გადააჭარბა. მოქმედი ლოჯისტიკური შეზღუდვებისა და პარტნიორი სავაჭრო ცენტრების დახურვის მიუხედავად, წელს სამსუნგის ფანების განსაკუთრებული აქტიურობა შეინიშნება. მომხმარებლებმა Galaxy S21 სერიასთან ინტერაქცია ონლაინ რეჟიმში შეძლეს და პირველი წინასწარი შეკვეთებიც ელექტრონული არხებით განხორციელდა. აღნიშნული წარმატების საწინდარი გასაოცარი პროდუქტები, სამსუნგ საქართველოს მიერ სწორად დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობა და არსებულ გარემოსთან სწრაფი ადაპტაცია გახლავთ.

წარმატება ასევე გამოწვეულია „პრეორდერის“ პერიოდთან დაკავშირებული სააქციო შეთავაზებებით. წინასწარი შეკვეთების პერიოდში Galaxy S21 და S21+ მოდელის შეკვეთისას მომხმარებელს საჩუქრად გადაეცა Galaxy Buds Live, ხოლო S21 Ultra-ს შეძენის შემთხვევაში უახლესი Galaxy Buds Pro. სამივე მოდელს საჩუქრად მოყვებოდა Galaxy SmartTag (ჭკვიანი ტრეკერი, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად მოძებნოთ ნივთები), 1 წლიანი უსაზღვრო ეკრანის გარანტია და 2 წელი გარანტია სმარტფონზე. ასევე მოქმედებს Trade-In აქციაც - შეგიძლიათ მიიტანოთ ძველი სმარტფონი და მიიღოთ განსაკუთრებული ფასდაკლება ახალ ფლაგმანზე. 

რას ამბობენ პირველი მომხმარებლები?

განსაკუთრებული მოწონება Galaxy S21 სმარტფონების განახლებულმა დიზაინმა და ეკრანმა დაიმსახურა. Galaxy S21 -ის სერიაში დინამიური AMOLED 2X 120 ჰერციანი ეკრანებია განთავსებული. ამ ტექნოლოგიასთან პირველი შეხებისთანავე მომხმარებელი უდაოდ მისი ფანი ხდება. ულტრათანამედროვე 108MP პრო ხარისხის კამერამ და მისმა მეწყვილე ტელე-ფოტო და ულტრაგანიერმა ლინზებმა, კი მოხმარებელს ფოტო/ვიდეო გადაღების აქამდე არნახული გამოცდილება შესძინა. გალაქსის მოწყობილობებით გადაღებული ფოტოები გამოირჩევა მდიდარი ფერებით, საოცარი დინამიური დიაპაზონით და მაღალი დეტალიზაციით. მნიშვნელოვანია Exynos-ის 5 ნანომეტრიანი პროცესორის თანწყობა მასიურ ელემენტთან, რაც სმარტფონების ეპიკურ მწარმოებლურობას განაპირობებს.



როდემდე გრძელდება აქცია და საჩუარები?

სამსუნგის გალაქსის სმარტფონების ოჯახის წინასწარი შეკვეთები დასრულდა, თუმცა დღეიდან გაყიდვები დაიწყო და უახლოესი დღეების განმავლობაში Pre-Sale აქცია მიმდინარეობს. მათთვის, ვინც შეკვეთის გაკეთება ვერ მოასწრო და პირდაპირ შეიძენს ჰოლოგრამიან სმარტფოფნს, გადაეცემა ყველა ზემოთ ჩამთვლილი საჩუქარი, რაც პრე-ორდერის პერიოდში იყო გათვალისწინებული. უნდა იჩქაროთ, რადგან რაოდენობა და პერიოდი შეზღუდულია; მიმართეთ სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორ მარაზიებს სადაც შეძლებთ უახლესი გაჯეტების ნახვას, გატესტვას და შეძენას.

გვინდა შეგახსენოთ, რომ Samsung-ის სმარტფონების შეძენა რეკომენდირებული მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით.
ჰოლოგრმა გიცავათ და გასაჩუქრებთ!