მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Samsung-ი ბრუნვადი ტელევიზორის წარმოებას გეგმავს, რომელიც სმარტფონს ჰგავს

5e137d197a05d
BM.GE
07.01.20 00:15
2551
Samsung-ი ბრუნვადი ტელევიზორის წარმოებას გეგმავს, რომელიც სმარტფონს ჰგავს. ტელევიზორი Sero ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად მიმართულებას იცვლის. კომპანიას ამით სურს, სმარტფონის მსგავსი ეფექტი მისცეს ახალი მოდელის ტელევიზორს.

როგორც „ბიზნეს ინსაიდერი“ წერს, ახალი მოდელის ტელევიზორი შეიცვლის მიმართულებას სმარტფონის მიხედვით, თუმცა, ამისათვის საჭიროა იგი დაკავშირებული იყოს Samsung Galaxy-ის მოწყობილობასთან. აღნიშნული ტელევიზორი განსაკუთრებით იმ მომხმარებლებს გამოადგებათ, რომლებიც ხშირად უყურებენ ინტერნეტით ე.წ „ლაივ-სტრიმებს“ ტელევიზორში.

Samsung-ში ჯერ არ აკონკრეტებენ, თუ როდის გამოვა პირველი Sero TV-ი ან რა ეღირება იგი. თუმცა, როგორც ცნობილია, Sero-ს ლას-ვეგასში ყოველწლიურ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე წარადგენენ.