მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Samsung-ი ტეხასში 2,000-მდე სამუშაო ადგილის შექმნას და $17 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

619e3349b9df1
ნათია თაქთაქიშვილი
25.11.21 01:00
508
Samsung-ი ტეხასში ჩიპების საწარმოს აშენებას განიხილავს. კომპანია აღნიშნული მიმართულებით 17 მილიარდი აშშ დოლარის დაბანდებას გეგმავს. Samsung-მა ეს გადაწყვეტილება ჩიპების გლობალური ნაკლებობის ფონზე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ეს იქნება სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური გიგანტის პირველი ყველაზე დიდი ინვესტიცია აშშ-ში, რომლის შედეგადაც დაახლოებით 2,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. სავარაუდოდ საწარმო ფუნქციონირებას 2024 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს.

„ჩიპების ახალი საწარმოს გახსნით, ჩვენ შევძლებთ უკეთ მოვემსახუროთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს და წვლილი შევიტანოთ მიწოდების გლობალური ჯაჭვის სტაბილურობაში“, - განაცხადა Samsung Electronics-ის ვიცე-თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა კინამ კიმმა.

შეგახსენებთ, რომ Samsung-მა ჩიპების საწარმოს გახსნა მაისში კორეაშიც დააანონსა, სადაც 34 მილიარდი დოლარის ინვესტირებას განიხილავს. Samsung-ის განცხადებით, ეს საწარმო იქნება ერთ-ერთი უდიდესი ჩიპების მწარმოებელი საწარმო მსოფლიოში, რომლის მშენებლობაც 2022 წელს დასრულდება.