მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Samsung-ის მოგება პირველ კვარტალში 45%-ით გაიზარდა

606b09e030578
ნათია თაქთაქიშვილი
05.04.21 18:10
829
მსოფლიოში ცნობილი სმარტფონებისა და ტექნიკის მწარმოებელი კომპანია Samsung-ის მოგება მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 45%-ით გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, კომპანიის მოგების ზრდის მნიშვნელოვანი წილი სმარტფონების, ტელევიზორების და საოჯახო ტექნიკის გაყიდვებზე მოდის.

Reuters-ი წერს, რომ სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური გიგანტის საოპერაციო მოგებამ 8.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს ყველაზე მაღალი საოპერაციო მოგებაა 2018 წლის შემდეგ. რაც შეეხება კომპანიის შემოსავლებს, Samsung-ის შემოსავლები 12%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, Samsung-ს გლობალური ბაზრის 23% უჭირავს, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიას გლობალური ბაზრის 20%-ი ეკავა.