მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Samsung-მა გასულ წელს 6.7 მილიონი 5G სმარტფონი გაყიდა

5e0f05fc76f61
ნათია თაქთაქიშვილი
03.01.20 22:07
2470
მსოფლიოს უდიდესი სმარტფონების მწარმოებელ SAMSUNG-ს უპრეცედენტოდ მაღალი გაყიდვების მაჩვენებლი დაუფიქსირდა 2019 წლის ბოლოს, რითაც კონკურენტებზე საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

კერძოდ, SAMSUNG-მა 2019 წელს 6.7 მილიონი 5G სმარტფონი გაყიდა, შედეგად მის პროდუქტზე გლობალური ბაზრის გაყიდვების ნახევარზე მეტი მოდის. სამხრეთ კორეის ტექნოლოგიურმა გიგანტმა გადააჭარბა საკუთარ წინასწარ მოლოდინებს, რაც 4 მილიონის ფარგლებში იყო ნავარაუდევი.

SAMSUNG-მა Galaxy S10-ი 2019 წლის მაისის ბოლოს წარადგინა. სამხრეთ კორეული კომპანია ისევ ნოვატორი იყო, რადგან S10-ს 5G მხარდაჭერა გააჩნდა. აღსანიშნავია, რომ Apple-ის სმარტფონებს 5G-ის მხარდაჭერა მხოლოდ 2020 წლის ბოლოდან ექნებათ.

SAMSUNG-ი 2020-ის პირველ ნახევარში ასევე გეგმავს ერთგულ მომხმარებელს შესთავაზოს 5G ტაბლეტი, რაც კომპანიის გაყიდვებს კიდევ უფრო გაზრდის.

SAMSUNG-ის გაყიდვების ასეთი მაღალი მაჩვენებელი ასევე გამოწვეულია მისი ერთ-ერთი ძლიერი კონკურენტის Huawei-ის დაბლოკვით აშშ-ის ბაზარზე, რომლის გაყიდვებიც ამერიკაში 2019 წლის მაისიდან აიკრძალა.