მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Samsung-მა შესაძლოა Tesla-ს თვითმართვადი ავტომობილებისთვის ჩიპები დაუმზადოს

614c825647fcb
ნათია თაქთაქიშვილი
23.09.21 23:00
540
Samsung Electronics-ი წამყვან ელექტრონული ავტომობილების მწარმოებელ Tesla-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში შესაძლოა Tesla-ს თვითმართვადი ავტომობილებისთვის განკუთვნილი ჩიპები დაუმზადოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ერთი წლის წინ თვითმართვადი ავტომობილებისთვის განკუთვნილი ჩიპების დიზაინი განიხილეს და ჩიპების პროტოტიპები გაცვალეს.

გამოცემის ცნობით, ორივე კომპანია ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს Samsung Electronics-ის და Tesla-ს თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის, რადგან კომპანია უკვე აწარმოებს კომპიუტერულ ჩიპებს Tesla-ს ელექტრონული ავტომობილებისათვის.

აღსანიშნავია, რომ Samsung-ი ჩიპების წარმოების კუთხით მეორეა TSMC-ის შემდეგ, რომელსაც ბაზრის 52.9% უჭირავს.