05.მარტი .2022 09:53

Samsung რუსეთში პროდუქციის შეტანას წყვეტს

Samsung რუსეთში პროდუქციის შეტანას წყვეტს
views 539
უკან

სამხრეთ კორეული კომპანია Samsung-ი რუსეთში პროდუქციის შეტანას წყვეტს. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს. მიზეზად მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები სახელდება. ამ ნაბიჯით Samsung-ი უერთდება კომპანიების მზარდ სიას („ეფლის“ და „მაიკროსოფტის“ ჩათვლით), რომლებმაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ბაზრისთვის პროდუქციის და სერვისის მიწოდება შეაჩერეს.

სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური გიგანტის გადაწყვეტილება ეხება მათი ყველა პროდუქციის ექსპორტს რუსეთში, მათ შორის, სმარტფონებს, ჩიპებს და საყოფაცხოვრებო ელექტროტენიკას.