მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამთავრობო კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა

5f06c76a9d871
ინგა მურუსიძე
09.07.20 11:36
1268
მთავრობამ სამსახურის დაკარგვის გამო უშემოსავლოდ დარჩენილი პირებისა და თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1 აგვისტომდე გადაწია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. საუბარია რეგისტრაციაზე, რომელიც საჭიროა სამთავრობო კომპენსაციის მისაღებად. აღნიშნულ დახმარებას კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალებული თვითდასაქმებულები და სამსახურის გარეშე დარჩენილი პირები იღებენ. 

„ჩვენ გვქონდა სოციალური დახმარების პაკეტი მათთვის, ვინც დაკარგა სამსახური და ვინც თვითდასაქმებული იყო. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ეს ვადა 1 აგვისტომდე გახანგრძლივდეს. ვინც დააგვიანა, ან ვინც ვერ შეძლო ელემენტარულად საჭირო საბუთების მოგროვება, ეს ვადა გაგრძელდება 1 აგვისტომდე. თუ საჭირო იქნა, ამ ვადას კიდევ გავაგრძელებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის ინფორმაციით, 121 719-მა თვითდასაქმებულმა და 129 ათასზე მეტმა დასაქმებულმა, რომელმაც დაკარგა შემოსავალი და სამსახური, უკვე მიიღო დახმარება სახელმწიფოსგან.

გარდა ამისა, გიორგი გახარიას თქმით, თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობას დაემატა საზღვარგარეთ დასაქმებულთა დახმარება.

“ჩვენ მათგანაც მივიღებთ განაცხადებს და ადამიანები, რომლებიც სეზონურად მუშაობდნენ საზღვარგარეთ, ისინიც მიიღებენ მთავრობისგან კომპენსაციას“, - თქვა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის საბოლოო ვადა 1 ივლისი იყო, ხოლო სეზონურად დასაქმებულთათვის ეს ვადა 15 ივლისს წარადგენდა.