სახელისუფლებო პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს 2021-2024 წლებისთვის სამთავრობო პროგრამა - "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ წარუდგინა. გარდა ამისა, ბიუროზე უკვე დარეგისტრირდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გუნდი ორი ახალი მინისტრით.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზევე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საზოგადოების იმ ჯგუფს უპასუხა, რომელმაც მმართველი ძალიან მოკლე დროში სამთავრობო პროგრამის და განახლებული მინისტრთა კაბინეტის წარდგენის გამო გააკრიტიკა.
„მინდა გამოვეხმაურო სკეპტიკოსების განცხადებებს სამთავრობო პროგრამასთან დაკავშირებით. იყო მცდელობა აქაც სრულიად უსაფუძვლო დისკრედიტაციის, როგორ შეიძლება 1-2 დღეში გუნდმა პოლიტიკური პროგრამა შეიმუშაოსო ან რამდენად სწორია, რომ მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინოს პარლამენტსო. ვფიქრობ, არგუმენტები მკაფიოა, ეს არის არსებითად პროგრამა, მომელზეც ჩვენმა გუნდმა იმუშავა თვეების განმავლობაში და ის ორიენტირებულია ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმ მიზნების შესრულებაზე, რომელიც პანდემიასთან ბრძოლას უკავშირდება. დღეს კვლავ ვიმყოფებით პანდემიასთან ბრძოლის პირობებში და კვლავ ის ამოცანა გვიდგას, რაც არის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. შესაბამისად, პასუხი სკეპტიკოსების მისამართით არის ეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება პოლიტიკურ გუნდს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძალიან გამოცდილი გუნდი, ჰყავდა პროფესიონალი მინისტრები და ამით აიხსნება ის, რომ შემადგენლობა არსებითად არ შეცვლილა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება