მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სამთო კურორტებზე სასტუმროების დატვირვა თებერვალში გაიზრდება” - სასტუმროების ფედერაცია

61fe5c07d429e
ნინი ლონგურაშვილი
05.02.22 15:39
641
“ქართველებმა საქართველოში დასვენება ისწავლეს, რაც პირდაპირ ისახება სასტუმროების დატვირთულობაზე და შიდა ტურიზმის განვითარებაზე”, - ასე უპასუხა სასტუმროების ინდუსტრიაში არსებულ მდგომარეობის შესახებ BM.GE-ის შეკითხვას სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა.

მისი თქმით, სასტუმრო ჯავშნების 70% ადგილობრივი ტურისტების მიერ არის დაკავებული.

“პანდემიის პერიოდში, რეგიონული სასტუმროების თითქმის 70% ადგილობრივი ტურისტების მიერ იყო დატვირთული. თუ შევადარებთ პანდემიამდელ პერიოდს, საქართველოში სასტუმროებს ქართველების დაახლოებით 25% ჯავშნიდა. ერთი კარგი, რაც პანდემიამ გააკეთა ქართველებს საქართველოში მოგზაურობა ასწავლა“, - ამბობს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი.

რაც შეეხება სამთო კურორტებზე დატვირთულობას, შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ ჯავშნების რაოდენობით, თებერვალი სამთო კურორტებისთვის პიკი იქნება.

“სამთო-სათხილამურო კურორტებისთვის ახალი წელი, როგორც წესი პიკური პერიოდია და ეს დაახლოებით 8 იანვრამდე გრძელდება. 2022 წელზე თუ ვისაუბრებთ, შობის დღესასწაულის შემდეგ, იანვრის ბოლომდე, დატვირთულობის მაჩვენებელი დაახლოებით 20%-25%-მდე ჩამოვიდა, თუმცა იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში დატვირთულობის კოეფიციენტმა ისევ ზრდა დაიწყო და თებერვალი შედარებით კარგი ჩანს, ვიდრე იანვრის შუალედური პერიოდი“, - უთხრა BMG-ს შალვა ალავერდაშვილმა.