მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამთო-სათხილამურო სეზონი დასრულდა - რამდენი ვიზიტორი ჰყავდა კურორტებს?

608a7e588b798
BM.GE
29.04.21 13:34
946
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დაასრულა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი კოვიდ პროტოკოლის ყველა წესის დაცვით 8 მარტს გაიხსნა, გუდაურის შემთხვევაში 25 აპრილამდე გაგრძელდა, დანარჩენ კურორტებზე კი ბუნებრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით აპრილის შუა რიცხვებიდან ეტაპობრივად დაიხურა.

გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე დამონტაჟებული ავსტრიული კომპანია „სკიდატას“ უკონტაქტო გამშვები პუნქტები საშუალებას იძლევა, ზუსტად მოხდეს იმის დათვლა, თუ რამდენი ვიზიტორი სტუმრობდა მთას.

2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონზე ოთხივე კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) 134 183 ვიზიტორი დაფიქსირდა მთაზე, ხოლო გაყიდული ბელეთების რაოდენობამ (ყველა კატეგორია) 78 462 შეადგინა.

2021 წლის სეზონზე გუდაურის სათხილამურო არეალს 83 055, ბაკურიანისას - 35 166, გოდერძის - 7 262, ხოლო მესტიას (თეთნულდი, ჰაწვალი) 8 700 ვიზიტორი სტუმრობდა.