მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამტრედიამ 2019-2020 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხები ვერ აითვისა - აუდიტი

62073fe02d057
ინგა მურუსიძე
12.02.22 11:42
1723
სამტრედიის მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები ვერ აითვისა, - ამის შესახებ წერია სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა.

აუდიტის სამსახურის დასკვნით, საქმე ეხება როგორც 2019, ისე 2020 წლებს. აუდიტორი ასკვნის, რომ ორივე საანგარიშო წლისათვის მუნიციპალიტეტმა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი არასათანადოდ შეასრულა. შედეგად, კი მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო პროგრამებით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები: ძირითადად ვერ დასრულდადა დაგვიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის, სკოლების, სპორტული მოედნების და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები.

„საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტი ფლობდა მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო ნაშთებს, კერძოდ, 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ბალანსზე ნაშთის სახით ერიცხებოდა 5,714,8 ათასი ლარი, 2019 წლისათვის დაიგეგმა ნაშთის სრულად ათვისება, თუმცა ნაშთის ცვლილებით გამოწვეულმა ფულადი სახსრების გამოყენებამ 2,705.8 ათასი ლარი შეადგინა.

შესაბამისად, პერიოდის ბოლოს დაფიქსირდა 3,009.0 ათასი ლარის ნაშთი, საიდანაც 1,392.0 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია. 2020 წელს მუნიციპალიტეტმა დაგეგმა 2,974.3 ათასი ლარის ათვისება, თუმცა დააგროვა 492.3 ათასი ლარი. საბოლოოდ, წლის ბოლოსათვის საბიუჯეტო ნაშთმა 3,501.3 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც 896.9 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია“, - წერა აუდიტის დასკვნაში.