მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამტრედიაში ახალი სამკერვალო იხსნება

63ecb9df18975
მარიამ დემეტრაშვილი
15.02.23 15:07
1619
კომპანია „ანაბეჭდი“ სამტრედიაში სამკერვალო საწარმოს ხსნის, რომელიც საწყის ეტაპზე 500-მდე ადამიანს დაასაქმებს.

„ანაბეჭდის“ გენერალური მენეჯერის, გიორგი ბარნაბიშვილის ინფორმაციით, პროექტის საწყისი ინვესტიცია 10 მლნ ლარია. ახალი ობიექტი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაიხსნება.

„სამტრედიაში ვხსნით ახალ ობიექტს, რომელიც სრულად მოემსახურება საექსპორტო ბაზარს - შეიკერება უცხოური ბრენდები. ძირითადად ევროპულ ბაზარზე ვართ ორიენტირებული. პროექტის ფარგლებში, იგეგმება 500-მდე ადამიანის დასაქმება. ჩვენს აქტიურ დამკვეთებთან უკვე გაფორმებული გვაქვს რამდენიმე საკმაოდ მსხვილი ხელშეკრულება და ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს პოტენციურ დამკვეთებთან. საწყისი ინვესტიცია 10 მლნ ლარია, საიდანაც ნაწილი არის კომპანიის შიდა კაპიტალი, ხოლო ნაწილი „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში სუბსიდირებული სესხი“, - განუცხადა bm.ge-ს საწარმოს გენერალურმა მენეჯერმა, გიორგი ბარნაბიშვილმა.