მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამტრედიაში უაქციზო 131 კილოგრამი თუთუნის ტრანსპორტირების ერთი ფაქტი გამოვლინდა

5e623dba8db26
ინგა მურუსიძე
06.03.20 17:00
747
3 მარტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ქალაქ სამტრედიაში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო, 131 კილოგრამი თუთუნის ტრანსპორტირების ერთი ფაქტი გამოვლინდა.

როგორც bm.ge-ის ფინანსთა სამინიტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი.

„აღნიშნულ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.