მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამუშაო ადგილები პანდემიამდე შემცირდა" - გიგლა მიქაუტაძე

5ec26478952c5
BM.GE
18.05.20 14:55
1065
"სამუშაო ადგილები პანდემიამდე შემცირდა", - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

"იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდეს, დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი 2019 წელს 10 800 ადამიანით შემცირდა. ეს არის იმ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელიც ბოლო 8 წელია ქვეყანაში ტარდება. საქსტატმა დღეს გამოაქვეყნა 2019 წლის მონაცემები, რომლიდანაც ვიგებთ, რომ გასულ წელს შემცირდა უმუშევრების დონე, მაგრამ არა ახალი სამუშაო ადგილების, არამედ მთლიანი სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე. ქვეყნის სამუშაო ძალა 2019 წელს თითქმის 30 000 ადამიანით ნაკლები იყო წინა წელთან შედარებით. გაზრდილია მხოლოდ თვითდასაქმებულთა რიცხვი 6 900 ადამიანით და მათი წილი მთლიან დასაქმებაში კვლავ მაღალი რჩება - 50 %.

აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკური პრობლემები კრიზისამდეც გვქონდა, რადგან ქვეყანა წლებია არასწორად იმართება. სამწუხაროა, რომ კორონაკრიზისი ამ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს. ამიტომ საჭიროა მასშტაბური ანტიკრიზისული გეგმა და ქმედითი ნაბიჯები და არა ასეთი გეგმის პროფანაცია, რასაც მთავრობისგან ვისმენთ ბოლო მთელი ეს პერიოდი", - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.
NS