მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამუშაო ადგილებზე სიკვდილიანობა 35%-ითაა შემცირებული“ - ბექა ფერაძე

613756e2ee537
ვიქტორია მღებრიშვილი
07.09.21 19:00
1070
შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის ფექა ფერაძის განმარტებით, კოვიდრეგულაციების ნაწილში კომპანიების მონიტორინგის გარდა უწყება სხვა საზედამხედველო ღონისძიებებსაც აქტიურად ახორციელებს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომელიც შრომის ინსპექციის მხრიდან შრომის პირობების მონიტორინგის ნაწილში არსებულ შედეგებს შეეხებოდა.

„შრომის ინსპექციის ფუნქციონირება მხოლოდ კოვიდით არ შემოიფარგლება, ჩვენ ვახდენთ ზედამხედველობას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ისევე როგორც შრომის კოდექსის აღსრულება განეკუთვნება შრომის ინსპექციას. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებასაც ვუთმობთ დროს“, - განაცხადა ბექა ფერაძემ და ის შედეგები გააჟღერა, რომელიც შემოწმებისა და კონტროლის შედეგად რამდენიმე წლის განმავლობაში ჰქონდათ.

„2019-დან 2021 წლამდე, მას შემდეგ, რაც შრომის უსაფრთხოების კანონი ამოქმედდა და ძალაში შევიდა, სამუშაო ადგილებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 35%-ითაა შემცირებული.

რაც შეეხება შრომის უფლებების ნაწილს ზედამხედველობას პირველი იანვრიდან უკვე 200-მდე კომპანიაში განხორციელდა, მათ შორის ინსპექტორების მიერ ობიექტების შემოწმება შრომის პირობების საზედამხედველო მიმართულებით ამ წუთებშიც მიმდინარეობს და აქაც გარკვეული შედეგები გამოვლენილია. ჩვენ ისეთი სექტორები ავარჩიეთ, მათ შორის იყო საცალო -საბითუმო ვაჭრობა, სადაც გვქონდა ინფორმაცია, რომ ყველაზე მეტად ირღვეოდა შრომითი უფლებები და ფაქტობრივად ქსელური ობიექტები ყველა გადამოწმებული გვაქვს, შესაბამისი მითითებები მიცემული გვაქვს, გადამოწმების პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება და შრომის პირობების შემოწმება პრიორიტეტული მიმართულებით მოხდება.

ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობას კვლავ ვაგრძელებთ, რაც შეეხება შრომის უფლებებს, ზეგანაკვეთურ შრომის, ხელშეკრულების არ არსებობის, შვებულების, დეკრეტის, დისკრიმინაციის და ა.შ. მიმართულებით აქტიურად ვახორციელებთ ზედამხედველობას“, - განაცხადა ფერაძემ.