მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სამუშაო ადგილზე კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრების გაუქმებით რისკების წინაშე ვდგებით” - დამსაქმებელთა ასოციაცია

60f9a527e63cc
ანუკა ჯოხაძე
22.07.21 23:20
2593
შრომის ინსპექციამ სამუშაო ადგილებზე კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრება აკრძალა - როგორც bm.ge-ს შრომის ინსპექტირების სამსახურში განუმარტეს, ყველა დასაქმებულმა შესაბამისი დირექტივა უკვე მიიღო.

დირექტივის მიხედვით, თუკი დასაქმებული კვლავ გამოიყენებს ზიანის ანაზღაურების ძველებურ მიდგომას, ამაზე შრომის ინსპექცია რეაგირებას მოახდენს.

ცვლილების მიხედვით, დამსაქმებელი დასაქმებულს, მისი უშუალო ბრალეულობის დადგენის გარეშე, სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ვეღარ მოსთხოვს.
ამ მიმართულებით, თავისი არგუმენტები აქვთ დამსაქმებლებს, რომლებიც ამბობენ, რომ კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმს კომპანიები იმ შემთხვევაში იყენებენ, თუ კონკრეტული მიზეზის დადგენა შეუძლებელია.

დამსაქმებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ამ მექანიზმს მხოლოდ რითეილ სექტორში მომუშავე კომპანიები არ იყენებენ და მისი გამოყენება, როცა კომპანიები დანაკარგის მიზეზს ვერ ადგენენ, სხვა სექტორებშიც ხდება.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილებით პრობლემის გადაჭრა ვერ მოხდება. მისი თქმით, პირიქით, არაერთი სხვა გამოწვევა გაჩნდება, რასთანაც გამკლავება დამსაქმებლებს გაზრდილი რესურსით მოუწევთ.

“ამ ცვლილებით ორი რისკის წინაშე ვდგებით. ერთი გასაგებია, რომ კომპანიებს გაეზრდებათ ადმინისტრაციული ხარჯები. ასევე ეს არ უნდა გახდეს დამატებითი მოტივაცია თანამშრომლისთვის, რომელიც მსგავს ქმედებას დღეს ახორციელებს. ასევე შესაძლებელია, რომ ამ ცვლილებებამ გამოიწვიოს ის, რომ კომპანიებმა უფრო მეტად მიმართონ შესაბამის უწყებებს და პირობითაც თუ ისინი თავისი ძალებით ვერ ადგენენ დამნაშავეს, ამ შემთხვევაში სხვა ალტერნატიულ მექანიზმებზეც იფიქრონ. საბოლოო ჯამში კი შესაძლებელია დასაქმებულის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს", - აცხადებს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.