მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამუშაო ძალის ნაკლებობას მხოლოდ უცხოელი მუშახელით თუ დავაბალანსებთ - Next-ი

615d9c52cfada
ნათია თაქთაქიშვილი
06.10.21 21:50
707
მსოფლიოში პოპულარული ბრიტანული ბრენდ Next-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ლორდ ვოლფსონი აცხადებს, რომ კომპანიები სამუშაო ძალის ნაკლებობას მხოლოდ უცხოელი მუშახელის დაქირავებით თუ დააბალანსებენ, რისთვისაც მათ „სავიზო გადასახადის“ გადახდაც მოუწევთ, რაც საშუალოდ ხელფასის 7%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

Next-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კომპანიას ძალიან უჭირს როგორც ძირითადი პერსონალის მოძიება, ასევე დროებითი მუშახელის მონახვა. მისივე თქმით, განსაკუთრებულ წნეხს განიცდის სასაწყობო და ლოჯისტიკური სფეროები.

Next-ის განცხადებით, პერსონალზე მოთხოვნა განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში გაიზრდება, რისი დაბალანსებაც სავარაუდოდ უცხოელი მუშახელით მოუწევთ.

ლორდ ვოლფსონის თქმით, სასაწყობო სექტორებში ანაზღაურება თითქმის 60%-ით გაიზარდა ბოლო 10 წლის განმავლობაში, ხოლო ზოგადად საახალწლოდ განკუთვნილი ხელფასების ზრდამ 70%-ი შეადგინა, „ასე რომ, სექტორში ანაზღაურება საკმაოდ კარგია“, - აღნიშნავს ლორდ ვოლფსონი.

შემცირებული მუშახელის და გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, კომპანია პროდუქციაზე ფასების დაახლოებით 2%-იან ზრდას ვარაუდობს.