1 ივლისიდან კომპანიები ვალდებულები არიან, საკუთარ შენობაში, სამუშაო სივრცეში, პირველადი სამედიცინო დახმარების ერთი ან მეტი ოთახი განათავსონ, ან ამ მიზნით სპეციალური ადგილი გამოყონ. მთავრობის მიერ დამტკიცებული დადგენილების თანახმად, პირველადი სამედიცინო დახმარების ოთახები სპეციალური დანადგარებით უნდა იყოს აღჭურვილი, ამასთანავე, შესაძლებელი იყოს საკაცით გადაადგილება.
როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ BM.GE-სთან განაცხადა, დადგენილება სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე დაცული გარემოს შექმნას და თანამშრომლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მისი თქმით, აღნიშნული კანონი ეკონომიკური სფეროს ყველა სექტორზე გავრცელდება, გამონაკლისი მხოლოდ სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, თევზჭერა და დროებითი მობილური სამუშაო ადგილები იქნება, სადაც რეგლამენტის მოქმედება არ გავრცელდება.
„ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ ნებისმიერი კანონმდებლობა, მათ შორის შრომის კანონმდებლობა, დაუახლოოს ევროპულ სტანდარტებს. პრიორიტეტი, რასაკვირველია, შრომის უსაფრთხოებაა, სწორედ აქედან გამომდინარეობს აღნიშნული დადგენილების შემოღებაც. აღნიშნული დადგენილება სტანდარტული გარემოს მქონე შრომითი მიმართულების ნებისმიერ სეგმენტზე გავრცელდება, იქნება ეს წარმოება თუ ოფისის მიმართულება, გამონაკლისი მხოლოდ სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, თევზჭერა და დროებითი მობილური სამუშაო ადგილები იქნება“ - აცხადებს ფერაძე.
შრომის ინსპექციაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე რეგლამენტი მხოლოდ იმ სამუშაო ადგილებზე გავრცელდება, რომლებიც განთავსებულია იმ შენობა-ნაგებობებში, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა დადგენილების ამოქმედების შემდეგ გაიცა. უკვე არსებული კომპანიები კი, 2-წლიანი საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ. თუ კომპანიები, გაფრთხილების მიუხედავად, დადგენილებით გათვალისწინებულ პირობებს არ შეასრულებენ, მათ სამუშაო პროცესი შეუჩერდებათ.
„რეგლამენტი ვრცელდება იმ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე, რომელზეც მშენებლობის ნებართვა, რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ გაიცა. რაც შეეხება ძველ შენობა-ნაგებობებში არსებულ კომპანიებს, ისინი 2-წლიანი საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ და არსებული რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების შესრულების ვალდებულება მათ 2 წლის განმავლობაში არ ექნებათ. აქაც, ისევე როგორც აქამდე მოქმედი კანონმდებლობის შემთხვევაში, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში თავდაპირველად მოხდება ბიზნესოპერატორის გაფრთხილება, შემდეგ მისი დაჯარიმება. თუ რამდენიმე ჯარიმის შემდეგ კომპანიები დადგენილებით გათვალისწინებულ პირობებს კვლავ არ შეასრულებენ, მათ სამუშაო პროცესი შეუჩერდებათ“, - განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო