23.სექტემბერი .2022 15:59

სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ნიშნების განთავსების მოთხოვნები დამტკიცდა

სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ნიშნების განთავსების მოთხოვნები დამტკიცდა
views 443
უკან

სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნები დამტკიცდა - ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს. 

რეგლამენტი მიღებულია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. 

ახალი რეგულაციების მიხედვით, სამუშაო სივრცეში საფრთხის არსებობის შემთხვევაში, განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი მანიშნებელი ნიშნები.

რა იცვლება ახალი წესებით:

ახალი რეგლამენტის თანახმად სამუშაო სივრცეში განთავსებული უნდა იყოს:

✓ ამკრძალავი ნიშნები - საფრთხის გამომწვევი მოქმედების აკრძალვისთვის
✓ გამაფრთხილებელი ნიშნები - დასაქმებულთა და მესამე პირთათვის საშიშროების ან საფრთხის მისათითებლად
✓ სავალდებულო ნიშნები - დასაქმებულთა და მესამე პირთა მიერ კონკრეტული ქმედების განსახორციელებლად
✓ საინფორმაციო ნიშნები - დამატებითი ან განსხვავებული ინფორმაციის მისაწოდებლად
✓ აბრა, ფირნიში, გეომეტრიული ფორმის, ფერისა და სიმბოლოს ან პიქტოგრამის კომბინაცია გამოიყენება - დასაქმებულის და მესამე პირისათვის კონკრეტული მაფრთხილებელი ან საფრთხის შემცველი ინფორმაციის მისაწოდებლად
✓ მანათობელი ნიშნები განთავსებული უნდა იყოს - დღე-ღამის ბნელ დროს ან გაუნათებელ ადგილებში კონკრეტული ინფორმაციის მისაწოდებლად
✓ პერიოდულობით გამოსაყენებელი და კომბინირებული ნიშნები კი- დროის გარკვეულ პერიოდში დასაქმებულის ან მესამე პირისათვის დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად
✓სამუშაო სივრცე ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს საევაკუაციო გასასვლელის, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის აღნიშვნებთან გამოსაყენებელი ნიშნებით.
წითელი ფერით აღინიშნება ამკრძალავი, საფრთხის ან განგაშის მანიშნებელი ნიშნები.
ლურჯი ფერით - სავალდებულო ნიშნები, როგორიც არის სპეციფიკური ქცევა ან ქმედება; ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების აუცილებლობა.
ყვითლით ან ნარინჯისფერით, მაფრთხილებელი, სავალდებულო ნიშნები
მწვანე ფერით, საევაკუაციო გასასვლელებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების ნიშნები.

დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს დასაქმებულთა და მათი წარმომადგენლების ინფორმირება და მათთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გამოსაყენებელ ნიშნებთან დაკავშირებით.

შენი შრომის უფლებისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის,"- ნათქვამია შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა