მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამუშაოების 80% უკვე დასრულებულია“ – როდიდან ექნება მანგლისს გაზი?

5f3927950e4ab
თათია ჩაფიჩაძე
17.08.20 09:00
1823
დაბა მანგლისის მოსახლეობის გაზიფიცირება 2021 წლის მარტში დასრულდება. როგორც bm.ge-ს მანგლისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ირაკლი ბადუაშვილმა განუცხადა, სამუშაოების 80% უკვე დასრულებულია.

“ტერიტორიის 80% უკვე დაქსელილია და სამუშაოები დასრულებულია. ცენტრალური მილი მოდის წალკიდან და დაქსელვის პარალელურად, ეს პროცესი დასრულდება. შემდეგ "სოკარი" ჩაატარებს ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას და მოსახლეობას ექნება ბუნებრივი აირი. მაქსიმუმ გაზაფხულზე, მარტში სამუშაოები იქნება დასრულებული”- განმარტა ირაკლი ბადუაშვილმა. 

მისივე თქმით, გაზიფიცირების შემდეგ იგეგმება კანალიზაციის მოწესრიგებაც. "პროექტი დაწერილია და გვეუბნებიან, რომ ტენდერი გამოცხადდება", – დასძინა მან.

დაბა მანგლისში გაზიფიცირების სამუშაობს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე ახორციელებს. პროექტის მიხედვით, 34 150 გრძივი მეტრი მკვებავი და ქსელის მოწყობისათვის საჭირო 48 273 გრძივი მეტრი გაზსადენი შენდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაობის დასრულების შემდეგ 1 558 აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოების ღირებულება 11 500 000 ლარია.