მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამწუხაროდ, ბევრი "ვაი პატრიოტი" ეწინააღმდეგება ყველანაირ მშენებლობას"

5dee8d1d23ce7
BM.GE
09.12.19 22:01
1837
სამწუხაროდ, დღეს ბევრი „ვაი პატრიოტი“ ეწინააღმდეგება ყველანაირ მშენებლობას, განსაკუთრებული ძალისხმევით ებრძვიან ჰესების განვითარებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალ „ველურ ბუნებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია წინასწარ შეფასდეს ყველა საქმიანობა, გარემოზე მისი მოსალოდნელი ზემოქმედება და თუკი შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული ზიანი.

„მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებით შედგენილი სწორი პროექტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ გარემოზე ზემოქმედება, თუმცა ის ბუნებრივი რესურსი, რომლითაც ბუნებამ უხვად დააჯილდოვა ჩვენი ქვეყანა, უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ისეთი განახლებადი ენერგია, როგორიცაა მზის და ქარის ენერგია, უნდა განვავითაროთ, მაგრამ ვერ მოხერხდება ბალანსის შენარჩუნება, პარალელურად თუ არ მოხდა სხვა ენერგიების განვითარება.

ენერგო დამოუკიდებლობა ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის ქვაკუთხედია და სწორედ ამიტომ ვუწოდებ მე იმ ხალხს „ვაი პატრიოტებს“, ვინც ყველაფერს აკეთებს ოღონდ არაფერი აშენდეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით ე.წ „ვაი პატიოტებმა“ ბევრი გულწრფელი მოქალაქე აიყოლიეს და მთავრობამ მეტი უნდა იმუშაოს ხალხის ინფორმირებისათვის.

„გადავხედოთ ევროპული ქვეყნების გამოცდილებას, მაგალითად ნორვეგია ელექტრომომარაგების 99%-ს ჰიდრორესურსებით იღებს და მიუხედავად არც თუ ისე დიდი ტერიტორიისა, წამყვანი პოზიციები უჭირავს არამარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიო მასშტაბით. მოწინავე პოზიციებზე არიან დაახლოებით ჩვენი ზომის სხვა ევროპული ქვეყნებიც, როგორებიცაა შვეიცარია და ავსტრია.
იზრდება ეკონომიკა და შესაბამისად იზრდება მოთხოვნა ენერგიაზეც. ხელისუფლების ვალდებულებაა განავითაროს ამ მიმართულებით შესაძლებლობები. ქვეყნის აღმშენებლობა უნდა გაგრძელდეს და უნდა გავითავისოთ სწორი პროექტირების პრინციპები. ის, რაც მოხდა ბაკურიანის ან გუდაურის განვითარებისას, მოითხოვს სწორ ანალიზს და დაშვებული შეცდომების გააზრებას. აბასთუმანის შემთხვევაში ვცდილობთ პროექტირებას მეტი დრო დავუთმოთ და დარწმუნებული ვარ ეს შედეგზეც აისახება.

საქართველო არ არის მდიდარი ისეთი წიაღით, როგორიცაა მაგალითად ნავთობი და გაზი, თუმცა რაც გაგვაჩნია, იმას უნდა რაციონალური გამოყენება, სწორი დაგეგმარება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რათა წინასწარ იყოს დაგეგმილი იმ ადგილების რეაბილიტაცია/რეკულტივაცია, რაც წიაღის მოპოვების შემდგომ ისევ მოსახლეობის სამსახურში დააბრუნებს ამ მიწებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.