09.ოქტომბერი .2019 18:20

„სამწუხაროდ, ბიუჯეტში პენსიის 20 ლარზე მეტით ზრდის რესურსი არ არის“

views 341
უკან

"სამწუხაროდ, ბიუჯეტში პენსიის 20 ლარზე მეტით ზრდის რესურსი არ არის", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. "ევროპული საქართველოს" წევრი დაინტერესდა, თვლიდა თუ არა გიორგი კაკაურიძე, რომ 2020 წლის პირველი იანვრიდან 20 ლარით გაზრდილი პენსია უკვე "შეჭმული" აქვს ინფლაციას და არსებობდა თუ არა პენსიის მეტით ზრდის რესურსი.

"ავხსენი, საიდან მოდის დამატებითი რესურსი მომდევნო წელს, რა საშუალებებია ქვეყანაში. ეს არის 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაფუძნებული. ჩვენ დეფიციტის შეზღუდული მაჩვენებელი გვაქვს, მაღალ დეფიციტზე არ უნდა დავიდეთ.

ამ ორი კრიტერიუმიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ კაპიტალური დანახარჯების შემცირება ნამდვილად არ იქნება კარგი და შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდასაც, მათ შორის, ამ სამი კომპონენტიდან გამომდინარე, რა რესურსიც იყო, მაქსიმალურად იქნა გადანაწილებული. ერთი პირველი იანვრიდან, რაც ხდება და მეორე ნაწილია, რაც პირველი ივლისიდან ხდება ამ მიმართულებით, რაც არის დამატებით 300 მილიონი ლარი გათვალისწინებული. ამ ეტაპზე ჩვენი ბიუჯეტის პირობებში ამაზე მეტი რესურსი სამწუხაროდ ბიუჯეტს არ აქვს", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, 1 იანვრიდან საბაზისო პენსია – 20 ლარით, 1 ივლისიდან კი 70 წელს ზევით ასაკით პენსიონერებისთვის 30 ლარით იზრდება. პენსიის ჯამური ზრდა მომავალ წელს 50 ლარია, რაც ბიუჯეტს დამატებით 300 მილიონი ლარი დაუჯდება. ჯამში კი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მოსახლეობის საპენსიო უზრინველყოფისთვის 2 მილიარდ 230 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა